უკრაინის წინააღმდეგ დღეს დილით განხორციელებული დარტყმებისას რუსეთმა დაახლოებით 110 რაკეტა გამოიყენა, რომელთა უმეტესობა განადგურდა, თუმცა არიან დაღუპულები და არის ნგრევა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„დღეს, რუსეთმა გამოიყენა თითქმის ყველა იარაღი, რაც არსენალში აქვს: „კინჟალები“, С-300, ფრთოსანი რაკეტები, უპილოტო საფრენი აპარატები. სტრატეგიულმა ბომბდამენებმა გაუშვეს Х-101/Х-505 {ჭურვები} დაახლოებით 110 რაკეტაა გაშვებული, მათი დიდი ნაწილი ჩამოვაგდეთ. სამწუხაროდ, დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ თქვა, რომ რუსები უტევდნენ კიევს, ლვოვს, ოდესას, დნიპროს, ხარკოვს, ზაპოროჟიეს და სხვა ქალაქებს. დაზიანდა სამშობიარო სახლი, სასწავლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრი, მრავალსართულიანი კორპუსები, კერძო სახლები, კომერციული საწყობები, ავტოსადგომი.
ზელენსკიმ ღნიშნა, რომ ყველა სამსახური მუშაობს გაძლიერებულ რეჟიმში და მოქლაქეებს აუცილებელ დახმარებას უწევენ.
მან მიუსამძირა დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს“.
„სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. ჩვენ აუცილებლად გავცემთ პასუხს ტერორისტებს მათი დარტყმებისთვის და ჩვენ ვიბრძოლებთ, ჩვენი ქვეყნის, ყველა ქალაქის და მთელი ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს და სწორედ ასე იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
29 დეკემბერს, დილით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასირებული დარტყმები განახორციელა აფეთქებები გაისმა კიევში, ლვოვში, ოდესაში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში, რის შედეგადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა.