"აფხაზეთს ადრე თუ გვიან აღიარებს მსოფლიოს ქვეყანათა უმრავლესობა", _ აცხადებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში "თჰე ჭასჰინგტონ თიმეს"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. ბაღაფშს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ადრე თუ გვიან აფხაზეთს პოლიტიკური და ეკონომიკური აყვავება ელის.
"საქართველოს პრეტენზიები მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ დაფუძნებულია უმეტესწილად ულტრანაციონალიზმის იდეებსა და სტალინის გადაწყვეტილებებზე, რომელმაც 1931 წელს აფხაზებს საქართველოსთან კავშირი მოახვია თავზე. ისტორიამ გვასწავლა, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოწინააღმდეგის თვალში არასოდეს გამოიყურება კანონიერად", _ წერს ბაღაფში.
მისი აზრით, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიუღებლობა აიხსნება "ცივი ომის დროინდელი ინტელექტუალების პოზიციით, რომლებიც ვაშინგტონისა და ბრიუსელის კონცეფციას განსაზღვრავენ. ამ ხალხს აიტერესებს მხოლოდ ერთი რამ: კარგია თუ ცუდია ეს რუსეთისთვის, რომელიც მათ სძულთ", _ წერს ბაღაფში და დასძენს, რომ აშშ-იც და ევროკავშირიც მხარს უჭერენ საქართველოს მიერ აფხაზეთის მიმართ გატარებულ საიზოლაციო პოლიტიკას და ამით თავად უბიძგებენ აფხაზეთს რუსეთისკენ.
ბაღაფი მადლობას უხდის რუსეთს მხარდაჭერისთვის, თუმცა აღნიშნავს, რომ "აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და იგი არ არის თანახმა, ვინმეს მფარველობის ქვეშ იმყოფებოდეს. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი მოუწოდებს აშშ-სა და ევროკავშირს, აფხაზეთთან ერთად წინ წაწევისთვის ეძებონ მშვიდობიანი გზები.