- საქართველოს ბანკისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) 50 მილიონი ევროს მოცულობის სესხი გააუმჯობესებს მცირე ბიზნესებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას მიმზიდველი პირობებით.
- სესხის სულ მცირე 30% განკუთვნილი იქნება მწვანე დაფინანსებისთვის.
- სესხს მხარს უჭერს გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების პროგრამა "ფინანსური სისტემების გამწვანება'' კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის ფარგლებში.
ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), ევროკავშირის (EU) ბანკმა, საქართველოს ბანკთან ხელი მოაწერა 50 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო ხელშეკრულებას. მისი მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs) და საშუალო კაპიტალის მქონე კომპანიებს, რაც ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ აღდგენასა და ზრდის განვითარებას.
ხელშეკრულების მიხედვით, EIB და საქართველოს ბანკი სესხის სულ მცირე 30%-ს გამოყოფენ მწვანე ინვესტიციებისთვის. ეს არის EIB-ის პირველი სესხი, რომელსაც შუამავლობით ახორციელებს საქართველოს ბანკი ასეთი თემატური აქცენტით. სესხს მხარს უჭერს გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული კლიმატის საერთაშორისო ინიციატივა, ტექნიკური დახმარების პროგრამის "ფინანსური სისტემების გამწვანება'' ფარგლებში.
სესხი გაცემულია, ‘’EIB გლობალ''-ის მიერ (რომელიც ოპერირებს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ) რომელიც წარმოადგენს EIB-ის 120 მილიონი ევროს საკრედიტო პროგრამის პირველ ტრანშს რაც მოსალოდნელია, რომ სარგებელს მოუტანს 160-ზე მეტ საწარმოს და უზრუნველყოფს 14 000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შენარჩუნებას. საქართველოს ბანკი გააორმაგებს EIB-ის ვალდებულებას საკუთარი რესურსების ექვივალენტური ოდენობის სესხით.
სესხი გააუმჯობესებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას გრძელვადიანი დაფინანსების საშუალებით მიმზიდველი პირობებით, შესაძლებლობით, რომ ასეთი დაფინანსება ხელმისაწვდომი გახდეს ადგილობრივ ვალუტაში, რათა დაეხმაროს ბიზნესებს გაცვლით კურსთან დაკავშირებული რისკებისგან დაცვაში. სესხი ხელს უწყობს ეკონომიკის მდგრად აღდგენას ევროკავშირის საფლაგმანო ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის (EIP) ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, რომელიც მიზნად ისახავს 80 000 მცირე და საშუალო საწარმოს დახმარებას. ოპერაცია წარმოადგენს EIB-ის საკუთარი რისკის წვლილის ნაწილს მდგრადი განვითარების ევროპული ფონდის + (EFSD+) მიზნების მისაღწევად.
EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია ბანკის საქმიანობაზე საქართველოში, აღნიშნა: „მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლოთ საქართველოს ბანკთან, საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ბანკთან და ევროკავშირთან მცირე საწარმოების მხარდასაჭერად, რომლებიც ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენენ. სესხი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც განკუთვნილი იქნება მწვანე დაფინანსებისთვის, ხაზს უსვამს ჩვენს, როგორც ევროპის გუნდის ვალდებულებას ხელი შევუწყოთ მწვანე ზრდას საქართველოში.''
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის არის ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ხერხემალი მომავალი წლებისთვის. ის ადგენს ამბიციურ მიზნებს და განსაზღვრავს მნიშვნელოვან საფლაგმანო ინიციატივებს, მათ შორის ჩვენს მხარდაჭერას 80 000 ქართული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ევროკავშირი სიამოვნებით უჭერს მხარს დღევანდელ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც ხელს უწყობს მწვანე ინვესტიციებს, ასევე ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენს მიერ მხარდაჭერილი ინვესტიციები გადამწყვეტია საქართველოს ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარებისთვის. ევროკავშირის იმ პრიორიტეტებზე მუშაობა, როგორიცაა უფრო ინკლუზიური, უფრო მწვანე ეკონომიკა - დაეხმარება საქართველოს ევროკავშირის გზაზე წინსვლაში.”
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ EIB საქართველოს ბანკისა და ქართული ბიზნესის მუდმივ მხარდაჭერას. ეს ტრანზაქცია, რომელიც ფოკუსირებულია მწვანე ინვესტიციებზე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადგილობრივი ეკონომიკის მდგრადი განვითარებისკენ. საქართველომ ცოტა ხნის წინ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - რაც არის მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ბიზნესისადმი ნდობას. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მუდმივი მხარდაჭერა. გვჯერა, მომავალში კიდევ ბევრი წარმატებული ტრანზაქცია გველოდება EIB-თან ერთად“- აღნიშნავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.
ზოგადი ინფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ‘’EIB გლობალი''-ს შესახებ
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) არის ევროკავშირის გრძელვადიანი საკრედიტო ინსტიტუტი, რომელიც ეკუთვნის მის წევრ სახელმწიფოებს. იგი უზრუნველყოფს გრძელვადიან დაფინანსებას ჯანსაღი ინვესტიციებისთვის ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, პროექტების მხარდაჭერას ოთხ პრიორიტეტულ სფეროში: ინფრასტრუქტურა, ინოვაცია, კლიმატი და გარემო და მცირე და საშუალო საწარმოები.
EIB Global არის EIB ჯგუფის სპეციალიზებული ფილიალი, რომლის მიზანია საერთაშორისო პარტნიორობისა და განვითარების დაფინანსების გავლენის გაზრდა, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის სამ მთავარ პრიორიტეტს: მწვანე შეთანხმება, გლობალური კარიბჭეები, სამუშაო ადგილები და მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა. ევროპის გუნდის ფარგლებში, EIB Global ხელს უწყობს ძლიერ პარტნიორობას განვითარების პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად სხვა მრავალმხრივ განვითარების ბანკებთან მჭიდრო თანამშრომლობით. EIB Global აახლოებს EIB ჯგუფს ადგილობრივ მოსახლეობასთან, კომპანიებთან და ინსტიტუტებთან ჩვენი ოფისების მეშვეობით მთელ მსოფლიოში.
EIB-ის შესახებ საქართველოში
EIB 2007 წლიდან თანამშრომლობს საქართველოსთან ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდასაჭერად. EIB-ის ნაკისრი ვალდებულება აღემატება 2 მილიარდ ევროს და ნაწილდება სხვადასხვა სექტორზე, ინფრასტრუქტურის, მწვანე ენერგიის, წყლისა და ჩამდინარე წყლების, ასევე მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ჩათვლით. ბანკი ოპერირებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP), აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) და ევროკავშირის სხვა ორმხრივი შეთანხმებების შესაბამისად.
EIB არის საქართველოს ფინანსური სექტორის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუციური კრედიტორი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად. EIB-ის 400 მილიონ ევროზე მეტი ოპერაციები ქვეყანაში განკუთვნილია მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებისთვის, რომელიც ამჟამად მუშაობს შვიდ ფინანსურ შუამავალთან. EIB-მა დაამტკიცა, რომ მზად იყო გაეძლიერებინა ბიზნესის მხარდაჭერა, როცა ყველაზე მეტად იყო საჭირო და EIB-მა გაზარდა 160 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსება სპეციალური პირობებით, რათა შეემცირებინა COVID-19 პანდემიის ეკონომიკური გავლენა. EIB ასევე ახორციელებს ორნაწილობრივი პორტფელის საგარანტიო პროგრამას საქართველოში, რომლის მიზანია ევროპის საინვესტიციო ფონდთან (EIF) პარტნიორობით, შუამავალ ორგანიზაციებთან შესაბამისი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაკრედიტების რისკის გაზიარება. EIB ჯგუფის პორტფელის გარანტიები მოიცავს 380 მილიონ ევროზე მეტ მცირე და საშუალო საწარმოს სესხებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელდა ტექნიკური დახმარების ხუთი ოპერაცია შუამავალი ორგანიზაციების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და დაიწყება ახალი თაობის ტექნიკური დახმარების ოპერაციების განხორციელება.
EIB ,,ფინანსური სისტემების გამწვანების'' ტექნიკური დახმარების პროგრამის შესახებ
ტექნიკური დახმარება, რომელიც მხარს უჭერს სესხს, უზრუნველყოფილია EIB ,,ფინანსური სისტემების გამწვანების'' ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის ფონდის (IKI) მიერ გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის მოქმედების ფედერალური სამინისტროს (“BMWK”) სახელით. პროგრამა არის BMWK-ისა და EIB-ის ერთობლივი ძალისხმევა ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (NDC) პარტნიორობის მუშაობაში, კერძოდ, „მზაობის მხარდაჭერა ცენტრალური ბანკების გამწვანების“ ინიციატივაში.