საქართველოს ოცამდე რაიონში ვიყავი, სადაც ხალხს უხარია, რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ სვლას აგრძელებს და ამ გზაზე დაბრკოლება არ შეიქმნა. ამ ფონზე, „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ გამოდიან და ხალხის დაჭერასა და ჩამოხრჩობას ითხოვენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„ჩვენ ვამბობდეთ, რომ აბა, ბიჭებო, ევროპისკენ წამოდით-თქო და ისინი ოცი წლის სისულელეებს იხსენებდნენ. ამბობდნენ, ყველა უნდა დავიჭიროთო, ეს ასე არ გამოვა. მე დეპოლარიზებული ვარ, არავისთან გასაყოფი არ მაქვს. ვინც შეურაცხყოფას მაყენებს, შემიძლია, პირადად მე მივუტევო, მაგრამ საქართველოს მტრებისთვის მიტევების უფლება არ მაქვს“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.