ვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით ქართველ ხალხთან ერთად გასამარჯვებლად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ. ლევან ხაბეიშვილმა საგარეჯოში პარტიის რაიონულ ორგანიზაციასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ადგილობრივ ლიდერებთან შეხვედრა აძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს.
„შევხვდით საგარეჯოში ადგილობრივ ლიდერებს, ცხადია მადლობა გადავუხადეთ ამ ადამიანებს იმ საქმიანოსბისთვის, რასაც ამ წლების განმავლობაში აკეთებენ. ის, რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ამ ადამიანების, ქართველი ხალხის დამსახურებაა. ამ ხალხმა მოიპოვა გამარჯვება და ვიგებთ 1-0-ს რუსულ პარტიასთან, აუცილებლად ეს გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე.
დღეს შეხვედრები გვექნება დედოფლსიწყაროში, ყვარელში, თელავში, სრულად მოვივლით კახეთს და ასევე, ვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით ქართველ ხალხთან ერთად გასამარჯვებლად. ჩვენ ყველა მოსამზადებელი ეტაპი ფაქტობრივად გავიარეთ, გვაქვს გამარჯვების კოალიცია, გვაქვს ყველაზე მაგარი ინფრასტრუქტურა. ამ ადამიანების მოტივაცია მაძლევს იმის თქმის შესაძლებობას, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ამ უთანასწორო ბრძოლაში და აუცილებად გავიმარჯვებთ.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.