როგორც ჩანს, ყველაფერთან ერთად, გიორგი გახარია მოვლენებს ჩამორჩა. მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან საპატიმროში გადაყვანის საკითხს დღის წესრიგში ჩვენ ვაყენებდით, რადგან უკვე გამოჯანმრთელებულია, კარგად მოჩიტდა და ახლა ციხეში უნდა დაბრუნდეს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, გიორგი გახარია არჩევნების წინ ცდილობს პოლიტიკური ქულების მოპოვებას იმ ხალხისგან, ვინც მას ხმას არ აძლევს.
„როგორც ჩანს, ყველაფერთან ერთად, გიორგი გახარია მოვლენებს ჩამორჩა. მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან საპატიმროში გადაყვანის საკითხს დღის წესრიგში ჩვენ ვაყენებდით, რადგან უკვე გამოჯანმრთელებულია, კარგად მოჩიტდა და ახლა ციხეში უნდა დაბრუნდეს. პარლამენტში იუსტიციის მინისტრს კითხვით მივმართეთ, სააკაშვილი ციხეში რატომ არ გადაჰყავთ. გახარია არჩევნების წინ რომ იმეორებს ამას, ეს ვერ გადაფარავს გახარიას პოლიტიკურ ქორწინებას „ნაცმოძრაობასთან“. მათ ამას ყოველთვის შევასხსენებთ. გახარია „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ გადადგა თანამდებობიდან და მას შემდეგაც, „ნაცმოძრაობასთან“ პოლიტიკურ ქორწინებაში თავს კარგად გრძნობს. გახარია ცდილობს, იმ ხალხისგან პოლიტიკური ქულები მოიპოვოს, ვინც ხმას არ აძლევთ. უნდა, მათ (ნაციონალურ მოძრაობას) გაემიჯნოს. როგორც ჩანს პატრონების საერთო დავალებაა, მაგრამ ეს საკითხი ჩვენ დავაყენეთ და ნუ შეეცდება, ამაში შეგვეხიდოს. იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ საკითხს იკვლევს და შესაბამისი სტრუქტურების დასკვნები სჭირდება. ამბობდნენ, სააკაშვილს უკურნებელი სენი სჭირდა და საქართველოში ვერ გადარჩებოდა. მაშინ ვკითხულობდით, მას საქართველოს ჰაერი არ ყოფნიდა და ევროპის ჰაერი სჭირდებოდა, თუ რა უნდოდა? ვერავინ ამბობდა, რომ აქ ვერ განიკურნებოდა. ახლა აგვიხსნან, როგორ გადარჩა, იმ ექიმებმა, ვინც საპირისპიროს ამბობდნენ. ვიზუალურად აღარ ექვემდებარება საჭიროებას, რომ კლინიკაში იყოს, თუმცა საჭიროა შესაბამისი დასკვნა. ვიცი, რომ ეს პროცესი მიდის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.