72 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი და პუბლიცისტი თემურ ჩალაბაშვილი.
თემურ ჩალაბაშვილმა 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი. მუშაობდა გამომცემლობის სახელმწიფო კომიტეტში უფროს რედაქტორად, ასევე გამომცემლობა „მერანის“ განყოფილების ხელმძღვანელად.
გამოცემული აქვს ოთხი კრებული: „მზე მამულის კვამლში“, „სანთელი“, „პოეტის ასი ლექსი“, „დაგიჩოქებენ ჩემი ლექსები“.
თემურ ჩალაბაშვილს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს: გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია; ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია; ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია; ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია; ლიტერატურული პრემია „მუზა“.
2018 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.