უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ რუსული აგრესიის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ მის არმიაში დანაკარგების მუდმივი ზრდით, იმის მიუხედავად, რომ ამ დრომდე აგრესორი ქვეყნის ხელისუფლებას ყურადღება არ მიუქცევია დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობაზე.
„დღეს ძნელია პროგნოზის გაკეთება კიდევ რა რაოდენობის დანაკარგია საჭირო, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მუდმივად აუცილებელია ომის დასასრულებლად, ვიდრე მტერი უარს არ იტყვის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებზე, - განაცხადა ზალუჟნიმ ბრიფინგზე.
ზალუჟნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დანაკარგი, რომელიც ომში ოკუპანტებს მიადგათ, ნებისმიერ ქვეყანას შეაჩერებდა, მაგრამ არა რუსეთს.
„რა ხდება იქ შეხების ხაზზე - ცხედრების მთები, მათ გატანას არავინ ცდილობს. იქ ყოველდღე უფრო და უფრო მეტი ჩნდება. სამწუხაროდ, ასეთია რუსეთის დამოკიდებულება თავისი ხალხის მიმართ“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მონაცემებით, რუსეთმა აგრესიის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 354 960 სამხედრო დაკარგა.