პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახალი წლის დადგომასთან ერთად, გრანდიოზული გალაკონცერტი გაიმართება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კონცერტის პირველ ნაწილში, ძველი ქართული, ყველასთვის საყვარელი, საახალწლო სიმღერების სრულიად განახლებული ვერსიები გაჟღერდება, ორკესტრის თანხლებით.
„კონცერტის მეორე ნაწილში კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვიმოგზაურებთ და ბევრ საყვარელ სიმღერას თუ ფილმს გავიხსენებთ. გალაკონცერტში ასობით არტისტი მიიღებს მონაწილეობას: ქართველი ესტრადის ვარსკვლავები, მუსიკალური გუნდები და ანსამბლები, ევროვიზიის მონაწილე ბავშვები, პროექტ VOICE-ის მონაწილეები, მოცეკვავეები და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. ასე რომ, გელოდებით ყველას გალაკონცერტზე. ერთად გავაცილოთ 2023 წელი და ვისურვოთ ბედნიერი, წარმატებული ახალი წელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
31 დეკემბერს გალაკონცერტზე იმღერებენ:
ნატო მეტონიძე
სტეფანე და სტეფანია მღებრიშვილები
ეკა მამალაძე
ნუკრი კაპანაძე
ეკა კახიანი
ლიზა ბაგრატიონი
ნატა ქუთათელაძე
დათო ალადაშვილი
ნიკა კოჩაროვი
ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი, ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი
მაია ჯაბუა
გიორგი მახარაშვილი
სოფო გელოვანი
მარიამ ებრალიძე
ანრი ჯოხაძე
ანა დოიაშვილი
საბა მიქელაძე
ნინა სუბლატი
ლიკა სირაძე
სანდრო მოსეშვილი
საბა ჩაჩუა
თინათინ დათიკაშვილი
მარიამ როინიშვილი
კონსტანტინე ყიფიანი
ნიკოლოზ ქაჯაია
ანსამბლები
"ერისიონი"
"შვიდკაცა"
"მართვე"
გორის გოგონათა გუნდი.