გერმანიის ქალაქ მიულჰაუზენში სანტა კლაუსის სამოსში გამოწყობილი მთვრალი კაცი დააკავეს, რომელიც თავისი ავტომობილით სახლის ფასადს იმ დროს დაეჯახა, როდესაც საჩუქრებს არიგებდა. იუწყება DW.
პოლიციელების ცნობით, სანტა კლაუსმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სახლის ფასადსა და პარკირებულ ავტომობილს დაეჯახა.
„სახლის ფასადი სერიოზულად დაზიანდა, თუმცა საშობაო საჩუქრები, რომელიც სანტა კლაუსს ეკუთვნოდა, არ დაზიანებულა“, - განაცხადეს პოლიციაში.
მათივე ცნობით, სანტა კლაუსს ჩამოართვეს მართვის მოწმობა და დაიწყეს გამოძიება.
„ამის მიუხედავად, სანტა კალუსმა განაცხადა, რომ საჩუქრები მომდევნო დღეს მაინც დარიგდება“, - აღნიშნეს პოლიციაში.