ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ეხმიანება "ლელოს" ყრილობაზე პარტიის დამფუძნებლის განცხადებას, რომელშიც მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ "ქართული ოცნების" ერთადერთი ალტერნატივა "ლელოა."
გოცირიძის თქმით, „ქართული ოცნების“ დამარცხების ფორმულაა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის გარეთ მძლავრი პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას.
„ლელოს“ განახლებული შემადგენლობა თუ ამ პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს და შემდეგ მათ დიდ კოალიციაში ვიხილავთ, ეს ოპოზიციურ ფლანგს წაადგება. პოლიტიკური მენტალიტეტი დამოკიდებული არ არის იმაზე, ადამიანები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არიან პოლიტიკაში თუ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. მთავარია მიდგომები და ღირებულებები. ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი ვარ, თავს 33 წლის პოლიტიკოსად ვგრძნობ. ამიტომ „ლელოს“ განცხადებაში საკრიტიკო არაფერია“, – განაცხადა გოცირიძემ.