უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ კრიმინალური რუსული რეჟიმი ვერასდროს შეძლებს უკრაინის განადგურების გეგმების რეალიზებას.
ამის შესახებ ის Telegram-ზე წერს.
"კრემლის ტერორისტულ-საოკუპაციო რეჟიმი ვერასოდეს განახორციელებს თავის მზაკვრულ გეგმებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ტრადიციების და იდენტობის განადგურებისთვის. უკრაინელები ძლიერი ერია, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გადალახვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე," - განაცხადა ბუდანოვმა.
ბუდანოვმა იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელი, უკრაინელი დამცველების უწყვეტი ბრძოლის, გმირობისა და გამბედაობის წელი, მოუტანს უკრაინას ნანატრ გამარჯვებას.