ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და გამოხატა მადლიერება გაერო-ს უშიშროების საბჭოში ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზების გაფართოების შესახებ რეზოლუციის მიღებისას აშშ-ის პოზიციის მიმართ. როგორც ცნობილია აშშ-მა ამ რეზოლუციის დამტკიცებისას თავი შეიკავა.
მისივე თქმით, ისრაელს ბრძოლის გარდა სხვა არჩევანი არ აქვს.
„მე ვუთხარი ბაიდენს, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც სჭირო იქნება. შეერთებულ შტატებს ეს ესმის. ვრცელდებოდა ცნობები, რომ შეერთებული შტატები ხელს გვიშლის რეგიონში ოპერაციების განხორციელებაში. ეს არ არის სიმართლე. ისრაელი სუვერენული ქვეყანაა. ჩვენი გადაწყვეტილებები ომთან დაკავშირებით ეფუძნება ჩვენს ოპერატიულ მოსაზრებებს და არა გარე ზეწოლას. ეს ომი ჩვენგან დიდ ფასს მოითხოვს, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.