დიდმა ბრიტანეთმა, 2022 და 2023 წლებთან შედარებით, 2024 წლისთვის, შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაზარდოს უკრაინისთვის დახმარება რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა გამოცემა The Telegraph-ს განუცხადა.
„ჩვენ პოტენციურად შეგვიძლია უფრო მეტს მივაღწიოთ . განვიხილავთ ხარჯების რა ელემენტები შეგვიძლია ჩავდოთ გრძელვადიან საფუძვლებში“, - განაცხადა ქემერონმა.
მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებას შეეძლო მეტი გაეკეთებინა, რათა გაეზარდა იარაღისა და აღჭურვილობის წარმოება უკრაინის ომის შედეგად ამოწურული მარაგების შესავსებად.
მისივე თქმით, შეიარაღების მარაგები გაზრდას უნდა შეხედონ ისე, რომ ასეთ საშიშ სამყაროში ის კარგია როგორც უკრაინისთვის, ასევე ბრიტანეთისთვის.
დიდი ბრიტანეთი უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდანვე ეხმარება. 14 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. მასში შევიდა სხვადასხვა აღჭურვილობა და ზამთრის ტანსაცმელი სამხედროებისთვის.