თბილისში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
13 წლის გუგული აბჟანდაძემ ხელის მტევანი და თვალი დაკარგა, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა, ხოლო მეორეს, 16 წლის მოზარდს, ჭრილობები გულმკერდის არეში და კიდურებზე აქვს მიყენებული.
ინციდენტი თბილისში, გუშინ, 25 დეკემბერს, მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მოზარდებმა ერთ-ერთ სასაფლაოზე იპოვეს. იგი იმ დროს ამოქმედდა, როდესაც ბავშვები მის დაშლას ცდილობდნენ.
დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაიღებს.