უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა 43 ფიზიკურ პირსა და 119 კომპანიას, რომლებიც უკრაინის ინტერესებს ზიანს აყენებენ.
სანქცირებულთა სიაში რუსეთის მოქალაქეებთან ერთად კვიპროსის, უკრაინისა და ლატვიის მოქალაქეები მოხვდნენ.
სანქცირებულთა სიაში მოხვდა კომპანია "ავტოდელ გაზი", რომელიც ოკუპირებულ ყირიმში ოპერირებს. ყველა სანქცირებულ კომპანიას უკრაინის ტერიტორიაზე აქტივები დაებლოკება, სავაჭრო ოპერაციები შეუჩერდება და ამავდროულად, ლიცენზიები გაუუქმდება.