უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხრეთით სამი სუ-34-ის ტიპის ბომბდამშენი ჩამოაგდეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას, განაცხადა, რომ თვითმფრინავები ხერსონის რეგიონში ჩამოაგდეს და სამხედროებს მადლობა გადაუხადა.
მოსკოვს ამ განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სამხედრო ბლოგერები დანაკარგზე წერდნენ ჩამოგდებული სუ-34-ის შესახებ ცნობების კონტექსტში.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ გამოყენებული იყო Patriot-ის ტიპის რაკეტები. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აღნიშნულ ვერსიას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.