დღეს თბილისიდან ლონდონის მიმართულებით ფრენა ჩაიშალა.
რეისი, რომელის ავიაკომპანია "BMI"-ს დღეს 9:40 საათზე უნდა შეესრულებინა, უამინდობის გამო, გადაიდო.
აღსანიშნავია, რომ ლონდონის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენა წუხელ ღამით ნისლისს და თოვლის გამო გაუქმდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განმარტავენ, რომ ევროპაში უამინდობის გამო არ არის გამორიცხული თბილისიდან, ასევე პირიქით, კიდევ რამდენიმე რეისი გადაიდოს.