ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, რომ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მალე ისრაელის იარაღის ლულებს შეხვდება.
გალანთმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები უფრო და უფრო ახლოს არიან ჰამასის განადგურებასთან.
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალების საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
„ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, დასახული მიზნების, ჰამასის ბატალიონების ლიკვიდირებისა და მისი მიწისქვეშა შესძლებლობების განეიტრალების ოპერაციები თანდათან სრულდება", – თქვა გალანტმა.
მისივე თქმით, ისრაელის ძალები საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ ხან იუნისის რაიონში, ღაზის სექტორის სამხრეთით და მომავალში საბრძოლო მოქმედებებს სხვა ტერიტორიებზეც გააგრძელებენ.
„ერთი რამ ცხადია, იაჰია სინვარს ახლა ესმის ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკებისა და ავიაციის ხმა, მალე ის ჩვენი იარაღის ლულებსაც შეხვდება“, - ამბობს გალანტი.