დღეს, 26 დეკემბერს, 18:00 საათზე, შარდენზე იუსტიციის სასწავლო ცენტრი სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფთან ერთად საქველმოქმედო აქციას გამართავს.
წარმოდგენილი იქნება ორგანიზატორების მიერ შეგროვილი სხვადასხვა ნაკეთობები, ნახატები, ფოტოები, წიგნები, ხელნაკეთი ნივთები, ასევე მხარდამჭერების მიერ გადმოცემული ნივთები. გარდა ამისა, მოეწყობა სხვადასხვა ტიპის აქტივობები: გასართობი თამაშები, სახის მოხატვა. აქციის მუსიკალურ ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა პოპულარული მუსიკოსები და მომღერლები. საახალწლო განწყობის შექმნისათვის აქციაზე იქნება კეთილი მეზღაპრე და ცხელი გლინტვეინი.
აქციაზე შემოსული თანხით შეძენილი საჩუქრები გადაეცემა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს.