ვაშაძეს უკვე კომპლექსი აქვს, ვიდრე პარტიაში გადავიდოდა, მანამდე „ნაცებს“ 17 პროცენტი ჰქონდათ, ახლა 4 პროცენტამდე დავარდა. კომპლექსი აქვს, რადგან მიხვდა, რომ მისი ბრალია. მათ საბოლოოდ NDI-მ ცელი გამოუსვა და ახლა მას უნდა ებრძოლოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მას კითხვა დაუსვეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, სადაც ვაშაძე ამბობს: „NDI-ის ბოლო კვლევა საერთოდ გადავხიოთ და გადავაგდოთ, რადგან პოლიტიკურ ნაწილში ეს არის სისულელე“.
„ნაცმოძრაობა“ ქვეყანაში რევოლუციური მუხტის შემომტანი ვერ იქნება. ერთი-ორი-სამი მცდელობა ჰქონდათ, რაც ჩაუფლავდათ. ქართველი ხალხი სიმართლის მხარეს დადგა. „ნაცები“ ჩაფლავდნენ. NDI-ს მცდელობა აქვს, რომ მესამე ჯგუფისთვის დატოვოს გადაუწყვეტელების ნაწილი. რომელი თავმოყვარე ორგანიზაცია გამოაქვეყნებს იმ კვლევას, სადაც პასუხზე ორი ათასიდან ნახევარმა უარი თქვა და დანარჩენიდან პასუხი 15 პროცენტმა გასცა. ეს აჩვენებს, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი და დაწერილი კვლევა, რომელიც ცდილობს, რომ მესამე ძალა იყოს. აქ მოიაზრებენ ლომჯარიას, მელიას, „ლელოს“, გვირგვინი იქნება ქალბატონი პრეზიდენტი, რომელიც თხრიდა და გათხარა. ბოლოს იმ ადგილს მიაგნო, სადაც უნდა იყოს და ეს არის ლუზერების გაერთიანება. ვაშაძეს უკვე კომპლექსი აქვს – ვიდრე პარტიაში გადავიდოდა, მანამდე „ნაცებს“ 17 პროცენტი ჰქონდათ, ახლა 4 პროცენტამდე დავარდა. კომპლექსი აქვს, რადგან მიხვდა, რომ მისი ბრალია. მათ საბოლოოდ NDI-მ ცელი გამოუსვათ და ახლა მას უნდა ებრძოლოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.