ჩვენი ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, აუცილებლად უნდა დავიხსნათ მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არიან საზოგადოებისთვის ძალიან საყვარელი ადამიანები, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ, იყვნენ მიხეილ სააკაშვილის გარშემო და მასთან ერთად იბრძოლონ.
„მათ შორის მე მათთან ძალიან აქტიური კომუნიკაცია მაქვს. სულ გვაქვს დებატების რეჟიმში საუბარი და ერთ რამეზე ვთანხმდებით, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ რუსეთის ტყვეობიდან, აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ტყვეობიდან, უფრო სწორად, დავიხსნათ, რადგან ძალიან დიდი დანაშაულია ის, რასაც „ქართული ოცნება“ ჩვენ ქვეყანას უკეთებს.
აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს, ჩვენს გვერდით, მიხეილ სააკაშვილის გვერდით დადგნენ. ადამიანები, რომლებსაც უნდათ ბრძოლა და უნდათ, ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი“, – აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სადაც ის მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი იქნება, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამაერთიანებელი ჯგუფი იქნება.
“მე და მიხეილ სააკაშვილი ბევრს ვსაუბრობთ, გავდივართ კონსულტაციებს ერთმანეთთან, საზოგადოებასთან, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ხალხის დაკვეთიდან გამომდინარე და სწორედ აქედან გამომდინარე გახდა საჭიროება, შეიქმნას ასეთი ჯგუფი, სადაც აქტიური ჩართულობა იქნება ჩვენი საზოგადოების. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამაერთიანებელი ჯგუფი, რომელიც გააერთიანებს არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს.