რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანების საკითხის განხილვას უახლოეს მომავალში ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს.
"მათი აუღიარებლობა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ალბათ, გაართულებს დსთ-ში მათ გაწევრიანებას", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა რუსეთის ფედერაციის საბჭოში საპარლამენტო საათის დროს სიტყვით გამოსვლისას.
სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ - "დსთ-ს წევრ სხვა სახელმწიფოებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებიათ, თუმცა არაერთხელ დაუჭერიათ მხარი რუსეთის პოლიტიკისათვის ამ რეგიონში".