სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, ვენეციის კომისიისგან ისეთი რეკომენდაციები მივიღეთ, სადაც ფაქტობრივად სამართლებრივი ანალიზი არ ჩატარებულა და დასკვნაში პოლიტიკური კონტექსტებია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„უპრიანია, რომ არგუმენტები სამართლებრივ პრინციპებს ეფუძნებოდეს და არ იყოს სუბიექტურობის იმ ხარისხით, რომელიც უფრო მეტად პოლიტიკურ კონტექსტში შედის და დაცლილია სამართლებრივი დისკუსიისგან. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, ვენეციის კომისიისგან ისეთი რეკომენდაციები მივიღეთ, სადაც ფაქტობრივად სამართლებრივი ანალიზი არ ჩატარებულა და არის დასკვნაში პოლიტიკური კონტექსტები. თან ისეთი შინაარსისაა, რომელიც უკვე წარსულია და მასზე დაყრდნობა არ უზრუნველყოფს პროგრესს, განვითარებას და ხვალინდელი დღისკენ ხედვას. ცხადია, ამ საკითხებზე საუბარი გვექნება. საზოგადოება ხედავს, რომ მსგავსი მიდგომები საერთო ინტერესებს აზარალებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.