ოთარ იოსელიანს არაფერი დააკლდება თქვენი ზიზილ-პიპილოების გარეშე, თქვენ რა გეშველებათ? არც სახელმწიფო სამძიმარი, არც არაფერი, მხოლოდ იმიტომ, რომ თვალში შეგეჩხირათ მისი სიმართლე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ანა დილიძე წერს.
„ფიროსმანის არ იყოს, ოთარ იოსელიანს არაფერი დააკლდება თქვენი ზიზილ-პიპილოების გარეშე, ის უკვე დიდია და აი, თქვენ რა გეშველებათ, რა ქართულ გენს და სულს ზრდით ამ გენიოსის ფასი რომ არ იცით? ქართული ოცნება / Georgian Dream არც სახელმწიფო სამძიმარი, არც არაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ თვალში შეგეჩხირათ მისი სიმართლე. დოქსოპულოების გენი გინდათ გამოზარდოთ თქვენ. მთავარი რუსული იმპერიალიზმი ზუსტად ესაა”, - წერს ანა დოლიძე.
ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს. ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.