უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას აქვს სამუშაო ურთიერთობა მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნისთან და გეგმავს მასთან მუშაობას. ამის შესახებ ზელენსკიმ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ზელენსკიმ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა მასსა და ზალუჟნის შორის რაიმე კონფლიქტი და გეგმავს თუ არა ის ზალუჟნის გათავისუფლებას.
„ზალუჟნისთან მაქვს სამუშაო ურთიერთობა, ის როგორც მთავარსარდალი გენერალურ შტაბთან ერთად, პასუხისმგებელი უნდა იყოს ბრძოლის ველზე შედეგებზე.
ბევრი კითხვაა. და ასევე "ტავრიას" მეთაური, რომელიც ოპერატიულ სარდლობას ხელმძღვანელობდა... შეტევა კომპლექსური საკითხია: რაღაც იყო, რაღაც არ იყო, რაღაც აკლდა... ჩვენ გვჭირდება ძლიერი ნაბიჯები და შედეგები. ... ყოველდღე, ყველა პოზიციაზე..
ვგეგმავ მუშაობას, მათგან ველოდები გადაწყვეტილებებს (მობილიზაციაზე, ფრონტზე დახმარებაზე, ძალიან კონკრეტულ საკითხებზე ბრძოლის ველზე). სტრატეგია გასაგებია, მინდა დავინახო დეტალები. მიმაჩნია, რომ ეს სამართლიანია“, - განაცხადა ზელენსკიმ.