უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატების დახმარება გაგრძელდება. მან შემაჯამებელ კონფერენციაზე აშშ-ში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
„რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატები არ გვიღალატებს და სრულად განახორციელებს იმას, რაზეც შევთანხმდით...
ჩვენ ველით ამ დახმარებას, მათ იციან დეტალები, რისთვის არის ეს საჭირო, როგორ იმოქმედებს, იციან როგორ აისახება ამა თუ იმ თარიღის გადაწევა.
ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან და სენატორებთან ვიპოვე ურთიერთგაგება, ორივე პარტიას შევხვდით. ვნახოთ, თარიღების საკითხია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის დამარცხებაზე ლაპარაკი არ არის, რადგან 2023 წელს რუსეთმა ვერც ერთ მიზანს მიაღწია.
„რაც შეეხება ბრძოლის ველს... წელს რუსეთმა ვერც ერთ შედეგს მიაღწია. მე ვსაუბრობ 2023 წელზე. ვერც ერთ მიზანს... დამარცხებაზე {უკრაინის} სალაპარაკო არაფერია.
რუსეთს არც ერთი გამარჯვებისთვის მიუღწევია, რომელი სამი დღე? ორი წელია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ დარწმუნებულია დასავლელ პარტნიორ ქვეყნებში.
„მადლობელი ვარ ევროპის ქვეყნებთან ახალი ურთიერთობების, რომლებიც დიდ პატივს სცემენ და ამაყობენ ჩვენი ხალხით. ჩვენ მათთან განსაკუთრებული პირადი ურთიერთობები დავამყარეთ.
მე დარწმუნებული ვარ ჩვენს პარტნიორებში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.