13 წლის მოზარდების საახალწლო გართობა უბედური შემთხვევით დასრულდა.
შემთხვევა თბილისში რამდენიმე საათის წინ მოხდა. მაშხალების აფეთქების შედეგად ერთმა მოზარდმა თვალი და ცალი ხელის მტევანი დაკარგა, მეორემ კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.
დაშავებული მოზარდებიდან ერთი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში, მეორე კი ჟვანიას კლინიკაშია გადაყვანილი. ერთ-ერთ მათგანს სახე და ხელები აქვს დამწვარი. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
შედარებით მსუბუქია მისი თანატოლის მდგომარეობა.