"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას ნაკლებად საშიში დანაშაულის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად უფრო მსუბუქი სასჯელის დაწესების ინიციატივით მიმართავენ.
"მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურორს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკის განსაზღვრისას საზოგადოებისთვის ნაკლებად საშიში დანაშაულის შემთხვევაში, პრიორიტეტი მიანიჭონ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიულ, უფრო მსუბუქი სასჯელის სახეებს", - განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის წარმომადგენელმა თამარ ბაკურაძემ.
მისივე განმარტებით, სასჯელაღსრულების სისტემაში კვლავ უამრავი სახის პრობლემაა, რის გამოც ხელისუფლებამ პენიტენციალური და სისხლის სამართლის სისტემებში რეფორმების განსახორციელებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს.