უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის დამტკიცებისთვის. ამის შესახებ კულებამ Twitter (X)-ში დაწერა.
მინისტრმა მადლიერება გამოხატა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგი რაუნდისთვის და დროული უწოდა სექტორალური სანქციების გაძლიერებას, კერძოდ, რუსული ბრილიანტსა და მეტალურგიაზე ეტაპობრივ აკრძალვას.
”რუსეთის ომის მანქანის დაფინანსების აღკვეთა, ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გზაა”, - აღნიშნა კულებამ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პერსონალური სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა.