"ყველა დაპირება რომელიც ქართულმა საზოგადოებამ დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის ფარგლებში მიიღო, შესრულებულია", - ამის შესახებ აშშ-დან დაბრუნებულმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, სწორედ დემოკრატიული რეფორმებია ქართული მხარის პასუხი რუსულ აგრესიაზე.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები ამერიკელმა პარტნიორებმა დაინახეს და დააფასეს", - დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ სწორედ აღნიშნული წარმოადგენდა ამერიკის შეერთებულ შტატებში განათლების მინისტრის ვიზიტისას გამართულ შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთ საკითხს.