როგორც გვითხრეს, მომავალ წელს, დეკემბერში იქნება განხილული საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, ჩვენ მანამდე და უფრო ადრეც ვიქნებით მზად, რათა საქართველოსთვის გაიხსნას მოლაპარაკებები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ამისთვის დაწყებულია ცხრა პრიორიტეტის შესრულება და ინტენსიურად გაგრძელდება.
„თავიდან ბოლომდე, უფრო ადრეც ვიქნებით ჩვენ მზად, რათა საქართველოსთვის გაიხსნას მოლაპარაკებები. ყველამ იცის, რომ რეალურად, ყველა თვალსაზრისით, საქართველო წინ უსწრებს, როგორც უკრაინას და მოლდოვას, ისე მთელ რიგ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, რომლებთანაც უკვე გახსნილია მოლაპარაკებები. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ დეკემბრისთვის ვიქნებით თავიდან ბოლომდე მზად მოლაპარაკების გასახსნელად“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.