საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს აღსაყდრების დღე მიულოცა.
ქვეყნის პირველი პირი სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, წირვის შემდეგ კი უწმინდესს პირადად შეხვდა.
ტაძარში იმყოფებოდნენ მთავრობისა და პარლამენტის წევრებიც.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 25 დეკემბერს, უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების დღეა. 1977 წლის 23 დეკემბერს იგი არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია.