ორდღიანი პაუზის შემდეგ, დღეს დილით ტელეკომპანია "მაესტრომ" მაუწყებლობა განაახლა.
როგორც "მაესტრო" საინფორმაციო გამოშვებაში იუწყენა, ფინანსური და ტექნიკური პრობლემები, რამაც არხის მაუწყებლობის შეწყვეტა განაპირობა, ნაწილობრივ მოგვარებულია.
აღსანიშნავია, რომ თავად ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი კახა ბექაური "მაესტროდან" მისი წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და ის კატეგორიულად უარყო.
შეგახსენებთ, რომ "მაესტროს" მაუწყებლობა ორი დღით იყო შეჩერებული.