ქართველ კათოლიკეებს შობის დღესასაწაული საქართველოს პრეზიდენტმაც მიულოცა.
მიხეილ სააკაშვილი ლესელიძის ქუჩაზე მდებარე თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში იმყოფებოდა, სადაც მესას დაესწრო.
"მინდა მოგილოცოთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული. ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე გამოსვლა. მინდა თითოეულ თქვენგანს ბედნიერება, სიხარული, წარმატება და ღვთის მადლი გისურვოთ. საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალფეროვანი აღმსარებლობით, მაგრამ ყველა აღმსარებლობის წარმომადგენლებს ერთი საერთო აქვს. ეს არის საქართველოს სიყვარული, ღვთის რწმენა და რწმენა ჩვენი სამშობლოს მომავლის", - განმარტა სააკაშვილმა.
გარდა ამისა, ქვეყნის პირველმა პირმა რომის პაპთან შეხვედრაც გაიხსნება და აღნიშნა, რომ ვატიკანი "განუხრელად მხარს უჭერს საქართველოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას".
"ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საუბარია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიის, ყველაზე გავრცელებული ეკლესიის გავლენაზე. ამისთვის მინდა დიდი მადლობა ვუთხრა კათილიკური ეკლესიის წარმომადგენლებს, რომის წმინდა საყდრის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის", - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ დღეს კათოლიკური სამყარო ქრისტეშობას აღნიშნავს. მაცხოვრის დაბადების დღე კათოლიკე ქრისტიანებს საქართველოს პრემიერმა და უშიშროების საბჭოს მდივანმაც მიულოცეს.