ხალხთან იდგა პრეზიდენტი, სცენაზე და ბანერებთან იდგნენ ადამიანები, რომლებიც ეჩხუბებოდნენ ევროპას ამდენი ხნის განმავლობაში, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა ეკა ბესელიამ მმართველი პარტიის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის სცენაზე ასვლისა და სიტყვით გამოსვლის საშუალების არმიცემა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორი უკულტურო, არაქართული და არაევროპული იყო მმართველი პარტიის ქცევა. ის მაინც უნდა შეგეძლოს ხელისუფალი რომ ხარ, აჩვენო ევროპულ ოჯახს, რომლის წევრობის კანდიდატობა ასე გეზეიმება, რომ შენ შეგიძლია, პრეზიდენტს, როგორც არ უნდა გეჯავრებოდეს იგი, შესთავაზო, რომ ინსტიტუციურად, კონსტიტუციის პატივისცემის ნიშნად იდგეს გვერდით. როგორც პრეზიდენტმა თქვა ბევრი წლის წინ, ქაჯური იყო ეს ქცევა და ხალხთან ახლოს იდგა პრეზიდენტი და ეს იყო ძალიან სიმბოლური ხაზგასმა. ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ეს სტატუსი. ხალხთან იდგა პრეზიდენტი, სცენაზე და ბანერებთან იდგნენ ადამიანები, რომლებიც ეჩხუბებოდნენ ევროპას ამდენი ხნის განმავლობაში", - განაცხადა ეკა ბესელიამ ტვ პირველის ეთერში.