სერიალ „მეგობრების“ ვარსკვლავის, მეთიუ პერის სიკვდილის მიზეზი "კეტამინის მწვავე ეფექტები" გახდა. ინფორმაციას CNN ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხელშემწყობ ფაქტორებად დასახელებულია წყალში დახრჩობა, კორონარული არტერიის დაავადება და ბუპრენორფინის ეფექტი. გარდაცვალებას ანგარიშში "უბედურ შემთხვევას" უწოდებენ.
პერი კეტამინის კურსს გადიოდა, რომელიც შფოთვით აშლილობასა და დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარებოდა.
კეტამინი ძლიერი ტრანკვილიზატორია, რომელსაც შავ ბაზარზე ნარკოტიკად მოიხმარენ. ბუპრენორფინი კი მედიკამენტია, რომელსაც ოპიოდების მოხმარებით გამოწვეული აშლილობების სამკურნალოდ იყენებენ.