საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა კათოლიკე ქრისტიანებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
გილაური უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან ერთად დღეს თბილისში მდებარე ერთ-ერთ კათოლიკურ ეკლესიაში მივიდა და საშობაო მესას დაესწრო.
"მინდა ყველა კათოლიკეს მივულოცო შობის დღესასწაული მთელს მსოფლიოში და გასაკუთრებით საქართველოში. ვუსურვებ მათ წარმატებას, ჯანმრთელობას, სიხარულს და რაც მთავარია მშვიდობა", - განაცხადა გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 25 დეკემბერს, კათოლიკური სამყარო ქრისტეშობას აღნიშნავს.