დღეს, 25 დეკემბერს, კათოლიკური სამყარო ქრისტეშობას აღნიშნავს.
კათოლიკური ქრისტიანების მთავარი დღესასწაული მორწმუნეებმა ეკლესიებში აღნიშნეს. 100 ათასზე მეტი ადამიანი მარტო ბეთლემში, ქრისტეშობის ტაძარში შეიკრიბა, სადაც წირვა იერუსალიმის პატრიარქმა აღავლინა. შობა ის დღეა, რომელსაც ბეთლემში ისრაელებისა და პალესტინის მოქალაქეებმა ერთად აღნიშნეს.
კათოლიკური ეკლესიის მთავარ ტაძარში - ვატინაკში კი კათოლიკური მესა ტრადიციულად რომის პაპმა აღავლინა. ბენედიქტ მე-16-მ ქადაგებაში სწორედ საყოველთაო მშვიდობაზე ისაუბრა.