თბილისში სანტა-კლაუსი ჩამოვიდა. შორეული ლაპლანდიიდან ჩამოსული სანტა ცოტა ხნის წინ "ვარდების მოედანზე" განთავსებულ საახალწლო სოფელში მივიდა და ბავშვებს შეხვდა.
უკვე იქედან კი სანტა-კლაუსი თავისი მარხილით მთაწმინდის პარკისკენ გაემართა, სადაც ის ერთი კვირა დაიდებს ბინას.
სანტა ბავშვებს 31 დეკემბრამდე მიიღებს და საჩუქრის გარეშე არც მათგანს არ გაუშვებს.