25 დეკემბერს, 12:00 საათზე, მეტო დელისთან მდებარე ავტობუსების გაჩერებასთან ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლები მძღოლებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, პრესკონფერენციაზე განცხადება გაკეთდება სამარშრუტო ტრანსპორტის სფეროში გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით. კერძოდ პროფკავშირები მძღოლებს მოუწოდებენ არ მიიღონ მონაწილეობა გაურკვეველი თანხების შეგროვებაში, რომელიც თითქოსდა ტენდერს უკავშირდება.
პროფკავშირები სატენდერო კომისიის რიგგარეშე სხდომის მოწვევასაც მოითხოვენ, სადაც გაურკვეველი თანხების შეგროვების საკითხს დააყენებენ.