უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება დაბლოკა. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
„ღამის შეჯამება: ვეტო უკრაინას დამატებით ფულზე, ვეტო მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს მიმოხილვაზე. საკითხს მომავალ წელს ევროპის საბჭოში სათანადო მომზადების შემდეგ დავუბრუნდებით“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.
ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინის დახმარების შესახებ მოლაპარაკებები მომავალი წლის დასაწყისში განახლდება.
ვიქტორ ორბანმა სხდომაზე გაფართოების პაკეტის დამტკიცებისას, მოლაპარაკებების ოთახი დატოვა, ხოლო დანარჩენმა 26-მა ლიდერმა კენჭისყრას განაგრძო.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განხილვის თემა მხოლოდ უკრაინის დაფინანსება არ ყოფილა. ევროკავშირის ლიდერებს შესთავაზეს „მეგაპაკეტი“, რომელიც მოიცავდა დაფინანსებას უკრაინის მხარდასაჭერად, მიგრაციის პროგრამების ხარჯებს და ევროკავშირის სოლიდარობისა და თავდაცვის ფონდის დაფინანსებას.
„ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი სახელმწიფო არ დაეთანხმა... ამ „მეგაპაკეტს“ დათანხმდა დანაჩენი 26 ლიდერი, მათ შორის ერთი შვედეთი, რომლის პრემიერ-მინისტრმა შიდა პროცედურების მიხედვით უნდა განიხილოს ეს გადაწყვეტილება პარლამენტთან, მაგრამ, როგორც მე მოველი, ამის შემდეგ ისიც სხვებს შეუერთდება“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.
`