ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს ეხმიანება.
"ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესრულებისკენ. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პროგრესს და ვაგრძელებთ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირისკენ მისწრაფებების მხარდაჭერას", - წერს სალივანი.