მოვუწოდებ ოპოზიციას, გამოიტანონ დასკვნა, გვენდონ ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობას და ჩვენთან ერთად შეძლონ სრულფასოვნად ზეიმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „დღეს ოპოზიციაში ყველა ვერ იზეიმებს ამ გამარჯვებას, რადგან სამწუხაროდ, ბევრი ცდილობდა, რომ დაეცილებინა ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის“.
“მოვუწოდებ ოპოზიციას, აქედან გამოიტანონ დასკვნა, გვენდონ ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობას და ჩვენთან ერთად შეძლონ სრულფასოვნად ზეიმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა. დღეს ყველა ვერ იზეიმებს ოპოზიციაში ამ გამარჯვებას, რადგან სამწუხაროდ, ბევრი პირიქით ცდილობდა, რომ დაეცილებინა ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის. ისინი სხვადასხვა კაბინეტებში ლობირებდნენ ევროპასა და ბრიუსელში გადადებულიყო გადაწყვეტილება, ან ისეთი გადაწყვეტილება ყოფილიყო, რომელიც დააზიანებდა მთლიანად სახელმწიფოს. მათ მოვუწოდებ, როდესაც არიან იმედგაცრუებული იმით, რომ ვერ ავნეს საქართველოს, დაფიქრდნენ, უღირდათ ასეთი მტრობა საკუთარი ქვეყნის? დაფიქრდნენ კიდევ ერთხელ და იქნებ გაიხსენონ, რამენაირად თავის გულიდან ამოიღონ ქვეყნის მიმართ სიყვარულის ემოციები და ახლა მაინც დაფიქრდნენ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ვინც წავა, ის გამარჯვებული ვერასდროს იქნება, რადგან საქართველო, ქართველი ხალხი ყოველთვის იქნება გამარჯვებული თავისი სიმართლით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.