ვულოცავ საქართველოს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ეს არის ისტორიული მომენტი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის და ევროპისთვის, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.
„მოლდოვა თქვენ გვერდით დგას ამ მოგზაურობაში, რადგან ერთად ვაყალიბებთ უფრო ძლიერ, უფრო გაერთიანებულ ევროპას“, – წერს მაია სანდუ.
ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.