ვიქტორ ორბანი საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მიიღებს.
„ორბანი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის, ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. ასე, რომ, რა თქმა უნდა, საქართველო სტატუსს იმსახურებდა მანამდეც, როდესაც ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებული, თავის დროზე საქართველოსთან მიმართებით. მაგრამ ახლა მგონია, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს [ევროკავშირის კანდიდატის] სტატუსს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“,- განაცხადა კახა კალაძემ.