პრეზიდენტი გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, მან გადააბიჯა ქვეყნის ძირითად კანონს, იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რაც ასახულია კონსტიტუციაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ადამიანი, რომელიც საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ზურგს აქცევს და კონსტიტუციას ფეხქვეშ გათელავს, მას პოლიტიკაში აქტიურ საქმიანობაზე პრეტენზია ვერ ექნება. რაც შეეხება არჩევნებში მის მონაწილეობას, მისი განცხადებები ფუჭია. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანს მოღალატეს უწოდებდნენ და ვინც მას მოღალატეს უწოდებდა, დღეს მათთან ერთად არის ალიანსში. ეს ნიშნავს გარიგებას ღალატთან ორივე ჯგუფიდან. ამიტომ, ვინც ღალატთან გარიგდება, ჩვენი საზოგადოების მხრიდან მას ვერავითარი მხარდაჭერა ვერ ექნება, რაც არ უნდა პოლიტიკურად იაქტიუროს. დიდი ხანია, სალომე ზურაბიშვილს გახსნილი აქვს პოლიტიკური კამპანია და რაც არ უნდა მასთან დაკავშირებულმა რადიკალებმა კამპანია აწარმოონ, მათ პოლიტიკური მომავლი არ აქვთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.