ჩვენ გვყავს ძალიან კარგი მეგობარი უნგრეთის და მისი ხელისუფლების სახით და არა მხოლოდ ისინი. ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს - ქართველ ერს და მის ამჟამინდელ მთავრობას, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის აზრით, უნგრეთის პოზიცია უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს მიზნებს დაბრკოლებას არ შეუქმნის.
„ჩვენ თეორიულადაც არ ვუშვებთ იმას, რომ რაიმე ტიპის შეფერხება იქნება 15 დეკემბრისთვის, თუმცა სანამ გადაწყვეტილება არ არის, როდესაც ლიდერები მაგიდასთან სხდებიან, თეორიულად იქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს. მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთვის არის გარდაუვალი. თუ მაინც მოხდა სხვა რამ, ეს პირველ რიგში ევროკავშირისთვის იქნება საზიანო და მგონია, რომ ისინი ამას არ დაუშვებენ“, - განაცხადა წულუკიანმა.