პრეზიდენტი ჩვენ გვჭირდება სწორედ ამ როლში გაბედული, თამამი გადაწყვეტილების მიმღები და გარანტი იმისა, რომ არჩევნები ჩავატაროთ ნორმალურ და მშვიდ გარემოში,- ამი შესახებ განცხადება ოპოზიციის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთა.
ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტის გვერდით იქნება.
„არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, უბრალოდ ადრეა ჯერ რაიმე პროგნოზი. პრეზიდენტი ჩვენ გვჭირდება სწორედ ამ როლში გაბედული, თამამი გადაწყვეტილების მიმღები და გარანტი იმისა, რომ არჩევნები ჩავატაროთ ნორმალურ და მშვიდ გარემოში. თუ სხვა მოცემულობა იქნება, რომელიც მოითხოვს სხვაგვარ გადაწყვეტილებას, მე ხშირად ვამბობდი, რომ არ გამიკვირდება არცერთი სხვა გადაწყვეტილება პრეზიდენტის მხრიდან, მე ვიქნები მის გვერდით. არ მგონია, რომ ეს პარტიის ფორმას გულისხმობდეს, მე უფრო ფართოდ ვუყურებ ამ პროცესს. ის იქნება ქვეყანასთან და მეც ვაპირებ, რომ ვიყო ჩემს ქვეყანასთან ერთად", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
"ჩვენი ხმა ევროპას" - ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილის კამპანიის დასკვნითი მიღება მიმდინარეობს.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.