ევროკავშირს ძალიან კონკრეტული მიზანი აქვს და ეს მიზანია დასავლური ღირებულებების დაცვა და კრემლთან ბრძოლა, რაც იმას გულისხმობს, რომ რუსეთის მიერ დაქირავებული ადამიანები, რომლებიც რუსეთისთვის მუშაობენ, გამოვლინდნენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, ევროკავშირისა და „ქართული ოცნების“ პროექტების შედარება შეუსაბამოა.
„ნაკლებად ველოდები, რომ ეს კანონპროექტი შემოაბრუნონ, თუმცა გამორიცხვაც არაფრის შეიძლება. სახეშეცვლილი იქნება თუ ახალი სახელწოდებით კანონპროექტი, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, რომ „ხალხის ძალის“ მეშვეობით ცვლილებები შემოიტანოს, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი. ამაზე საერთაშორისო პარტნიორების შეფასებაც იქნება კონკრეტული“, – განაცხადა დეკანოიძემ.